მიწოდების პირობები
სტანდარტული მიწოდება:
თბილისი – შეკვეთილი პროდუქცია ადგილზე მოგეწოდებათ შეკვეთის განხორციელებიდან 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში.
მიწოდების ფასები ცვალებადია და მათი ნახვა კონკრეტულ მომენტში, მომხმარებელს შეუძლია ვებგვერდის კალათაში, სადაც მოცემულია მიმდინარე ტარიფები და პირობები.
სხვა ქალაქი (ასეთი მომსახურების არსებობის შემთხვევაში) – შეკვეთილი პროდუქცია ადგილზე მოგეწოდებათ შეკვეთის განხორციელებიდან 3-7 სამუშაო დღის განმავლობაში.
კომპანია უფლებამოსილია თავისი შეხედულებით ნებისმიერ დროს შეცვალოს მიწოდების ვადები, პირობები და ტარიფები და ამის შესახებ ინფორმაცია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე.
*ფასდაკლების ან დღესასწაულების პერიოდში შეკვეთების მიწოდება შესაძლოა გახანგრძლივდეს 1-2 დღით.
ფილიალიდან გატანა:
იქიდან გამომდინარე, რომ YOUR.GE არის ინრერნეტ მაღაცია და მას არ გააჩნია ფიზიკური მაღაზია, შეძენილი ნივთის თვითმომსახურებით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ YOUR.GE-სთან წერილობითი ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.
ასეთ შემთხვევაში მიწოდების ტარიფები განიხილება ინდივიდუალურად, მყიდველთან შეთანხმებით.
საკურიერო მომსახურება
- YOUR.GE-ს ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის შეძენისას, მომხმარებლისთვის შეკვეთის მიწოდებას YOUR.GE უზრუნველყოფს თავად ან დაქირავებული საკურიერო კომპანიის მეშვეობით.
- საკურიერო კომპანიის მიერ პროდუქციის ტრანსპორტირებისას გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს დაზიანებული ან სხვა ტიპის ხარვეზის მქონე გზავნილი/ნივთი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს YOUR.GE-ს ელ.ფოსტაზე: your.ge@yahoo.com ან მსგავსი შემთხვევებისთვის განკუთვნილ, ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. ამგვარი გზავნილის ჩაბარების შემთხვევაში, YOUR.GE არ არის ვალდებული განიხილოს მომხმარებლის პრეტენზიები.
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხარებლის კმაყოფილებაზე, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ შუამავალი კომპანიის შეცდომების, დაუდევრობასა და შესაძლო უხარისხო მომსახურებაზე, ამიტომ დაჟინებით ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს ყურადღებით შეამოწმონ გზავნილის მდგომარეობა მანამ, სანამ ხელს მოაწერენ საკუროერო კომპანიის მიერ წარმოდგენილ შესაბამის დოკუმენტაციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მომხარებელს უფლება აქვს კურიერთან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობის, მოდელისა და რაოდენობის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლისთვის შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირებას ახორციელებს თავად კომპანია, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს დაზიანებული ან სხვა ტიპის ხარვეზის მქონე გზავნილი და აღნიშნულის თაობაზე პრეტენზია დააფიქსიროს მიმწოდებელ კურიერთან, რომელიც უმოკლეს ვადაში ატყობინებს კომპანიას შექმნილი გარემოების თაობაზე.
- იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ პროდუქციას აღმოაჩნდა ფარული ნაკლი, რომლის გამოვლენაც ობიექტურად შეუძლებელი იყო მისი პირველადი დათვალიერებისას, მომხმარებელი არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა ეწვიოს ჩვენ მიერ მითითებულ კომპანიის ფილიალს, სადაც დადგინდება ნივთის დაზიანება ქარხნულია თუ მექანიკური, რის შემდეგაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.
კურიერი წინასწარ უკავშირდება მომხმარებელს და უთანხმებს მიტანის სავარაუდო დროს.